ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3855 - ტენდერი აღგზნების სისტემის აგებაზე ჰიდროელექტროსადგურებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: აღგზნების სისტემის აგება ჰიდროელექტროსადგურებზე #08/05-GIEC-EXCITATION-18

მომსახურების აღწერა:
ამ ეტაპისთვის გათვალისწინებულია არგზნების სისტემის პროექტირება, მონტაჟი, გაწყობა. ტესტირება, ექსპლუატაციაში ჩაშვება (სახელმწიფო ელექტრო სისტემის მოთხოვნების თანახმად) შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს კუთვნილ 2 (ორი) ჰიდროელექტროსადგურზე, კერძოდ:

  • ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომი;
  • იგოეთი ჰესი - კასპის მუნიციპალიტეტი სოფ. იგოეთი.

პროექტის განხორციელების საორიენტაციო ვადები:

  • პროექტირების ეტაპი: 2018 წლის 11 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით;
  • სამუშაოების წარმოების ეტაპი: 2018 წლის 8 ივლისიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება ქართულ ენაზე;
  • ტექნიკური დავალება რუსულ ენაზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • დეტალური კომერციულ-ტექნიკური წინადადება თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის. წინადადება უნდა შეიცავდეს:
    - დეტალურ ხარჯთაღრიცხვას თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
    - დეტალურად გაწერილ სამუშაოების შესრულების გრაფიკს თითოეული ჰიდროელექტროსადგურისთვის;
    - სამუშაოების შესრულების გრაფიკთან მიბმულ გადახდის პირობებს;
    - შემოთავაზებული გადაწყვეტილების დეტალურად გაწერილი ტექნიკური დეტალები (შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი, მოდელი, წარმოშობის ქვეყანა, დეტალური ტექნიკური პარამეტრები). გადაწყვეტილების დეტალური აღწერა
    - მონტაჟისა და გაშვების შემდგომ პერსონალის გადამზადების ღირებულება კაც/საათებში;
    - დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადები და პირობები;
    - გარანტიის შემდგომი სერვისის განხორციელების საშუალების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნული სერვისის ღირებულება კაც/საათებში.
  • ინფორმაცია კომპანიის კვალიფიკაციის შესახებ:
    - კომპანიის მოკლე პრეზენტაცია;
    - ინფორმაცია ანალოგიური ან/და მსგავსი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში ან საზღვარგარეთ;
    - ინფორმაცია ამ პროექტში ჩართული პიროვნებების კვალიფიკაციის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 (GIG PLAZA) საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე, საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 31.05.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები