8 ივნისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3935 - ფასთა გამოკითხვა სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კომპანიის საჭიროებისთვის სამეურნეო: ელექტრო, საკანცელარიო და ჰიგიენის მასალების შეძენაზე.
კომპანია იწვევს კვალიფიციურ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი ეტაპობრივად სავარაუდო რაოდენობების მიხედვით;
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართის სახით წარმოდგენილი სამეურნეო: ელექტრო, საკანცელარიო და ჰიგიენის მასალები.
დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში
წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც ყველა დასახელებაზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.
მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა
- ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70
- მიწოდების ვადა - I ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე (დამატებით ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე);
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში.
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 8 ივნისს 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები