ჩაბარების ვადა:

8 ივნისი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3935 - ფასთა გამოკითხვა სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას კომპანიის საჭიროებისთვის სამეურნეო: ელექტრო, საკანცელარიო და ჰიგიენის მასალების შეძენაზე.

კომპანია იწვევს კვალიფიციურ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი ეტაპობრივად სავარაუდო რაოდენობების მიხედვით;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დანართის სახით წარმოდგენილი სამეურნეო: ელექტრო, საკანცელარიო და ჰიგიენის მასალები.

დეტალური ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში

წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც ყველა დასახელებაზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70
  • მიწოდების ვადა - I ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე (დამატებით ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე);

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ პროდუქციის ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები: 

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 8 ივნისს 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:

საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი
+995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები