6 ივლისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4027 - ტენდერი დასუფთავების ტექნიკის, ინვენტარისა და სახარჯი მასალების მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ტენდერს დასუფთავების ტექნიკის, ინვენტარისა და სახარჯი მასალების მიწოდებაზე.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
გამარჯვებულ პირთან 1-წლიანი მოქმედების ხელშეკრულებას გააფორმებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ შვილობილი კომპანია შპს „ევექს ლოჯისტიკა“.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 06 ივლისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება..
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 22 ივნისი 2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 06 ივლისი 2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 21 ივლისი 2018
- ხელშეკრულების გაფორმება 02 აგვისტო 2018
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 6 ივლისი, 18:00სთ.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Evex_Purchasing@evex.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია