ჩაბარების ვადა:
24 ივლისი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4088 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- მგზავრების გადაყვანა ბათუმის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, მაღალი გამავლობის ავტომობილით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- მგზავრების გადაყვანა აჭარის რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში(მსუბუქი ავტომობილით, მაღალი გამავლობის ავტომობილით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- საჭიროების შემთხვევაში მგზავრების გადაყვანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან თბილისის მიმართულებით და უკან, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
- ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები;
- ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ ნორმებს;
- მოთხოვნის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების სწორად დაგეგმვა;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 24 ივლისამდე 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (1 კმ–ის ფასი): ბათუმის, აჭარის რეგიონების და თბილისის მიმართულებით (Price List);
- გამოცდილება და რეკომენდატორი ორგანიზაციები;
- ავტომანქანების ტექდათვალიერების და მადასტურებელი დოკუმენტი;
- ავტომანქანების მონაცემები: მარკა, მოდელი და გამოშვების წელი.
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგიკრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- ავტომობილების მონაცემები (ავტოპარკი);
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
- რეკომენდატორი ორგანიზაციები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მიხეილ მურვანიძე
ტელ: +995 32 275 40 63 / 64
მობ: +995 579 00 80 04
ელ-ფოსტა: misha.murvanidze@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები