Tenders.ge
CENN

ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • მგზავრების გადაყვანა ბათუმის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, მაღალი გამავლობის ავტომობილით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
  • მგზავრების გადაყვანა აჭარის რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში(მსუბუქი ავტომობილით, მაღალი გამავლობის ავტომობილით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
  • საჭიროების შემთხვევაში მგზავრების გადაყვანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან თბილისის მიმართულებით და უკან, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
  • უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებები;
  • ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ ნორმებს;
  • მოთხოვნის შესაბამისად სატრანსპორტო მომსახურების სწორად დაგეგმვა;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 24 ივლისამდე 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (1 კმ–ის ფასი): ბათუმის, აჭარის რეგიონების და თბილისის მიმართულებით (Price List);
  • გამოცდილება და რეკომენდატორი ორგანიზაციები;
  • ავტომანქანების ტექდათვალიერების და მადასტურებელი დოკუმენტი;
  • ავტომანქანების მონაცემები: მარკა, მოდელი და გამოშვების წელი.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგიკრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • დაფარვის არეალი;
  • ავტომობილების მონაცემები (ავტოპარკი);
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • რეკომენდატორი ორგანიზაციები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მიხეილ მურვანიძე
ტელ: +995 32 275 40 63 / 64
მობ: +995 579 00 80 04
ელ-ფოსტა: misha.murvanidze@cenn.org  
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია