ჩაბარების ვადა:
8 აგვისტო 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4145 - ტენდერი ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვაზე 23/07-NEO-P/ELMOT-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- შპს ნეოგაზის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების აირის კომპრესორებისთვის სარეზერვო ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვა.
- რაოდენობა - 4 ცალი.
- ძრავების ტექნიკური პარამეტრები, გთხოთ, იხილოთ დართულ ფაილში: დანართი N1.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისის ტერიტორიაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ძრავების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- ტექნიკური საკითხების განსახილველად: ლევან ლაბაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 8 აგვისტოს 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები