ჩაბარების ვადა:

8 აგვისტო 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4145 - ტენდერი ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვაზე 23/07-NEO-P/ELMOT-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • შპს ნეოგაზის საკუთრებაში არსებული გაზგასამართი სადგურების აირის კომპრესორებისთვის სარეზერვო ფეთქებადუსაფრთხო ელ. ძრავების შესყიდვა.
  • რაოდენობა - 4 ცალი.
  • ძრავების ტექნიკური პარამეტრები, გთხოთ, იხილოთ დართულ ფაილში: დანართი N1.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. თბილისის ტერიტორიაზე.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ძრავების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
  • ტექნიკური საკითხების განსახილველად: ლევან ლაბაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 8 აგვისტოს 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები