15 აგვისტო 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4175 - ტენდერი ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებაზე.
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმება;
- შესყიდვის ობიექტის საფუძველია - საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ მე-6 მუხლი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
სატენდერო კომისია გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას 16 აგვისტომდე.
- 2018 წლის 3 აგვისტოს 15:00 საათზე შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ ოფისში გაიმართება ღია კარის დღე, სადაც მსურველები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას შესასყიდი მომსახურების შესახებ;
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70, II სართული. ტენდერი ჩატარდება ეგრეთწოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
- ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) თანდართული ელ-ვერსიით (CD);
- პრეტენდენტები, რომელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი, ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი სრულყოფილად ვერ გაივლიან საკვალიფიკაციო შერჩევას და არ დაიშვებიან შეფასებისათვის.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია
- სატენდერო წინადადება (მ.შ. ფასების ცხრილი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.);
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2).
შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი ინფორმაცია
- ფაქტობრივი მისამართი;
- კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი;
- ტელეფონ(ებ)ი;
- E-Mail/ Web-გვერდი.
- დღგ-ს დეკლარაციები
სატენდერო კომისია განიხილავს სატენდერო წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მომსახურების ღირებულება;
- მოწოდების ვადები;
- კომპანიის გამოცდილება;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 აგვისტო 18:00 საათი - შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70, II სართული.
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
ხვიჩა ლომიძე
ტელ.: (+995 032) 2 22 65 33 (67)
ელ. ფოსტა: khvicha.lomidze@amadco.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები