Tenders.ge
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია

ტენდერი ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ შემოწმებაზე.

  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმება;
  • შესყიდვის ობიექტის საფუძველია - საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ მე-6 მუხლი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო კომისია გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას 16 აგვისტომდე.

  • 2018 წლის 3 აგვისტოს 15:00 საათზე შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ ოფისში გაიმართება ღია კარის დღე, სადაც მსურველები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას შესასყიდი მომსახურების შესახებ;
  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70, II სართული. ტენდერი ჩატარდება ეგრეთწოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
  • ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) თანდართული ელ-ვერსიით (CD);
  • პრეტენდენტები, რომელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი, ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი სრულყოფილად ვერ გაივლიან საკვალიფიკაციო შერჩევას და არ დაიშვებიან შეფასებისათვის.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია

  • სატენდერო წინადადება (მ.შ. ფასების ცხრილი)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.);
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2).

შე ნ ი შ ვ ნ ა:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი ინფორმაცია

  • ფაქტობრივი მისამართი;
  • კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი;
  • ტელეფონ(ებ)ი;
  • E-Mail/ Web-გვერდი.
  • დღგ-ს დეკლარაციები

სატენდერო კომისია განიხილავს სატენდერო წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • მომსახურების ღირებულება;
  • მოწოდების ვადები;
  • კომპანიის გამოცდილება;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 აგვისტო 18:00 საათი - შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70, II სართული.

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
ხვიჩა ლომიძე
ტელ.: (+995 032) 2 22 65 33 (67)
ელ. ფოსტა: khvicha.lomidze@amadco.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია