30 აგვისტო 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4226 - ტენდერი ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქციაზე არსებული სიმძლავრის ფარგლებში
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია არსებული სიმძლავრის ფარგლებში.
მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია შემსრულებლის მასალით:
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სამუშაოების და ძითადი მასალის მოცულობების ჩამონათვალი;
- შიდა გაყვანილობის ქსელის სქემა
- ქსელის ცალხაზოვანი ბლოკ სქემა
- ქ.კ.ს.ქ.-ს სქემა
- ქ.კ.ს.ქ.-ს კომპლექტაცია
შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი მიქელაძე; საკონტაქტო ნომერი: 571 44 49 49.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აგვისტო, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები