ჩაბარების ვადა:

30 აგვისტო 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4226 - ტენდერი ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქციაზე არსებული სიმძლავრის ფარგლებში

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ აცხადებს ტენდერს მომსახურების: ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია არსებული სიმძლავრის ფარგლებში.

მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისი, გამსახურდიას ქ. № 34 / ყაზბეგის ქ. №2 მდებარე შენობაში განლაგებული ობიექტების ელექტრო მომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია შემსრულებლის მასალით:

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • სამუშაოების და ძითადი მასალის მოცულობების ჩამონათვალი;
  • შიდა გაყვანილობის ქსელის სქემა
  • ქსელის ცალხაზოვანი ბლოკ სქემა
  • ქ.კ.ს.ქ.-ს სქემა
  • ქ.კ.ს.ქ.-ს კომპლექტაცია

შპს ,,ბიზნეს ცენტრი საბურთალო’’ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59.
  • საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი მიქელაძე; საკონტაქტო ნომერი: 571 44 49 49.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აგვისტო, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები