29 აგვისტო 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4250 - ტენდერი ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ადმინისტრაციული ოფისის ტერიტორიაზე ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობაზე #22/08-GIEC-S/SGD-18
მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩა N18-ში მდებარე ადმინისტრაციული ოფისის P სართულზე საკონფერენციო ოთახისათვის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობა შემსრულებლის მასალით.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ვიტრაჟისა და კარის რენდერები.
შენიშვნა:
- რენდერზე მოცემული მინები უნდა იყოს ქარხნულად დამუშავებული და არა ფირით;
- ორივე კარი უნდა იყოს ელექტრო (ჰორიზონტალური მოძრაობით);
- რენდერზე მოცემული ზომები შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე კორექტირებას. ზუსტი აზომვა უნდა განხორციელდეს შემსრულებლის მიერ.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 (GIG PLAZA) საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე, საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 29.08.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები