ჩაბარების ვადა:

29 აგვისტო 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4250 - ტენდერი ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: ადმინისტრაციული ოფისის ტერიტორიაზე ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობაზე #22/08-GIEC-S/SGD-18

მომსახურების აღწერა:
ქ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩა N18-ში მდებარე ადმინისტრაციული ოფისის P სართულზე საკონფერენციო ოთახისათვის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრის მოწყობა შემსრულებლის მასალით.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ვიტრაჟისა და კარის რენდერები.

შენიშვნა:

  • რენდერზე მოცემული მინები უნდა იყოს ქარხნულად დამუშავებული და არა ფირით;
  • ორივე კარი უნდა იყოს ელექტრო (ჰორიზონტალური მოძრაობით);
  • რენდერზე მოცემული ზომები შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე კორექტირებას. ზუსტი აზომვა უნდა განხორციელდეს შემსრულებლის მიერ.

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 (GIG PLAZA) საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე, საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 29.08.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები