ჩაბარების ვადა:
27 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4299 - ტენდერი გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #13/09-NEO-S/D-18
საპროექტო სამუშაოების აღწერა:
ნეოგაზის მფლობელობაში არსებული ავტო გაზგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენი მილების პროექტირება. პროექტირება ხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე:
- ნატახტარის აგგს: ს/კ 72.08.22.233 - საორიენტაციოდ 4,5 კმ;
- მარნეულის აგგს: ს/კ: 83.02.12.049 - საორიენტაციოდ 0,8 კმ;
- სამტრედიის აგგს: ს/კ: 34.08.64.014 - საორიენტაციოდ 1,5 კმ;
- ლოჭინის აგგს: ს/კ: 81.10.27.445 - საორიენტაციოდ 0,15 კმ;
- დიღმის აგგს: ს/კ: 01.13.01.001.080 - საორიენტაციოდ 5 კმ.
წარმოდგენილი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:
- ტრაექტორიის დადგენა;
- ტოპო აზომვითი ნახაზი;
- გეოლოგიური კვლევა;
- პროექტის მომზადება;
- პროექტის ექსპერტიზა;
- ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სქემის მომზადება;
- ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა საჭირო უწყებებში შესათანხმებელი და ელექტრონულად ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და შეთანხმება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტანტის უშუალო მონაწილეობა დოკუმენტაციის ატვირთვის პროცესში (პროექტის ელექტრონულად შეთანხმების შემთხვევაში);
- წარმოსადგენი პროდუქტი: 10 ცალი სრულყოფილი ალბომი (ქაღალდის ვერსია) და ელ. ვერსიები - PDF, SHP და DWG ფორმატის ფაილების სახით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- გაზსადენების მიხედვით ჩაშლილი კომერციული წინადადება საპროექტო სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- დამატებით განცალკევებით წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება მშენებლობის ზედამხედველობაზე თითოეული გაზსადენისთვის; - ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები