ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4299 - ტენდერი გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილსადენის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #13/09-NEO-S/D-18

საპროექტო სამუშაოების აღწერა:

ნეოგაზის მფლობელობაში არსებული ავტო გაზგასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენი მილების პროექტირება. პროექტირება ხორციელდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • ნატახტარის აგგს: ს/კ 72.08.22.233 - საორიენტაციოდ 4,5 კმ;
  • მარნეულის აგგს: ს/კ: 83.02.12.049 - საორიენტაციოდ 0,8 კმ;
  • სამტრედიის აგგს: ს/კ: 34.08.64.014 - საორიენტაციოდ 1,5 კმ;
  • ლოჭინის აგგს: ს/კ: 81.10.27.445 - საორიენტაციოდ 0,15 კმ;
  • დიღმის აგგს: ს/კ: 01.13.01.001.080 - საორიენტაციოდ 5 კმ.

წარმოდგენილი უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სრული დოკუმენტაცია, კერძოდ:

  • ტრაექტორიის დადგენა;
  • ტოპო აზომვითი ნახაზი;
  • გეოლოგიური კვლევა;
  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის ექსპერტიზა;
  • ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების სქემის მომზადება;
  • ადგილობრივ თვითმართველობასა და სხვა საჭირო უწყებებში შესათანხმებელი და ელექტრონულად ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და შეთანხმება;
  • საჭიროების შემთხვევაში პროექტანტის უშუალო მონაწილეობა დოკუმენტაციის ატვირთვის პროცესში (პროექტის ელექტრონულად შეთანხმების შემთხვევაში);
  • წარმოსადგენი პროდუქტი: 10 ცალი სრულყოფილი ალბომი (ქაღალდის ვერსია) და ელ. ვერსიები - PDF, SHP და DWG ფორმატის ფაილების სახით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • გაზსადენების მიხედვით ჩაშლილი კომერციული წინადადება საპროექტო სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - დამატებით განცალკევებით წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადება მშენებლობის ზედამხედველობაზე თითოეული გაზსადენისთვის;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები