ჩაბარების ვადა:
27 სექტემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4324 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების რესივერების შემოწმება-პასპორტიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების რესივერების შემოწმება-პასპორტიზაციაზე #20/09-NEO-S/CAL-18
სამუშაოების აღწერა:
შპს ნეოგაზის სადგურებზე არსებული ბუნებრივი აირის რესივერებისა და მოძრავი სადგურების შემოწმება-დაკალიბრება. რამოდენიმე სადგურზე რესივერების პასპორტიზაცია.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- რესივერების ჩამონათვალი, მოცულობები, შემოწმების ვადები და ლოკაციები;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ჩაშლილი თითოეული ლოკაციისთვის ტრანსპორტირების, ადგილზე შემოწმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- აღნიშნული სამუშაოების განხორციელების აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 38300000 საზომი ხელსაწყოები
- 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა