ჩაბარების ვადა:

27 სექტემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4324 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების რესივერების შემოწმება-პასპორტიზაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების რესივერების შემოწმება-პასპორტიზაციაზე #20/09-NEO-S/CAL-18

სამუშაოების აღწერა:
შპს ნეოგაზის სადგურებზე არსებული ბუნებრივი აირის რესივერებისა და მოძრავი სადგურების შემოწმება-დაკალიბრება. რამოდენიმე სადგურზე რესივერების პასპორტიზაცია.

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:

  • რესივერების ჩამონათვალი, მოცულობები, შემოწმების ვადები და ლოკაციები;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ჩაშლილი თითოეული ლოკაციისთვის ტრანსპორტირების, ადგილზე შემოწმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
  • აღნიშნული სამუშაოების განხორციელების აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: ნუგზარ ნათობაიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 97 07 31;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა