ჩაბარების ვადა:
5 ოქტომბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4328 - ტენდერი ინტრანეტის ფუნქციონალური პროგრამის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს მომსახურების: ინტრანეტის ფუნქციონალური პროგრამის შექმნაზე 21/09-GIG-S/INTRANET-18
პროგრამის აღწერა:
ფუნქციონალური მოთხოვნები:
- სისტემის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) ინტერფეისი;
- მომხმარებლის ვებ ინტერფეისი;
- “Active directory”-სთან ინტეგრაციის შესაძლებლობა;
- იმეილ და სისტემის შიდა შეტყობინებები და მისი მართვა;
- კომპანიის HR სისტემასთან ინტეგრაცია;
- კომპანიის სხვადასხვა სერვისებთან ინტეგრაცია;
- მომხმარებელთა როლების (ჯგუფების), უფლებების მართვის კონფიგურაცია;
- მომხმარებელთა ულიმიტო რაოდენობა;
სხვა მოთხოვნები:
- პლათფორმა: .NET;
- პროგრამირების ენა: C#;
- მინიმუმ ერთი კლიენტი კომპანიის რეფერანსი;
- ანალოგიური პროდუქტის შექმნის გამოცდილება;
- სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
დართულ ფაილში გთხოვთ, იხილოთ:
- ინტრანეტის ძირითადი კომპონენტები;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- მსგავსი პროექტების (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა) განხორციელების გამოცდილება:
- წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა დამკვეთისა და პერიოდის მითითებით; - მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი შემდეგი პუნქტებით:
- პროგრამის შექმნისა და დანერგვის ფასი;
- თანამშრომლების ტრენინგი;
- ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი; - დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური და ელექტრონული (CD დისკზე) სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: თამარ ხუჭუა. საკონტაქტო ნომერი: 577 29 80 03;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები