ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4328 - ტენდერი ინტრანეტის ფუნქციონალური პროგრამის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს მომსახურების: ინტრანეტის ფუნქციონალური პროგრამის შექმნაზე 21/09-GIG-S/INTRANET-18

პროგრამის აღწერა:

ფუნქციონალური მოთხოვნები:

  • სისტემის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) ინტერფეისი;
  • მომხმარებლის ვებ ინტერფეისი;
  • “Active directory”-სთან ინტეგრაციის შესაძლებლობა;
  • იმეილ და სისტემის შიდა შეტყობინებები და მისი მართვა;
  • კომპანიის HR სისტემასთან ინტეგრაცია;
  • კომპანიის სხვადასხვა სერვისებთან ინტეგრაცია;
  • მომხმარებელთა როლების (ჯგუფების), უფლებების მართვის კონფიგურაცია;
  • მომხმარებელთა ულიმიტო რაოდენობა;

სხვა მოთხოვნები:

  • პლათფორმა: .NET;
  • პროგრამირების ენა: C#;
  • მინიმუმ ერთი კლიენტი კომპანიის რეფერანსი;
  • ანალოგიური პროდუქტის შექმნის გამოცდილება;
  • სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;

დართულ ფაილში გთხოვთ, იხილოთ:

  • ინტრანეტის ძირითადი კომპონენტები;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • მსგავსი პროექტების (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა) განხორციელების გამოცდილება:
    - წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა დამკვეთისა და პერიოდის მითითებით;
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი შემდეგი პუნქტებით:
    - პროგრამის შექმნისა და დანერგვის ფასი;
    - თანამშრომლების ტრენინგი;
    - ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი;
  • დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
  • სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური და ელექტრონული (CD დისკზე) სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
  • ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: თამარ ხუჭუა. საკონტაქტო ნომერი: 577 29 80 03;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 5 ოქტომბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები