1 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4331 - ტენდერი სალომბარდე პორტფელის აუდიტორულ შეფასებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სალომბარდე პორტფელის აუდიტორულ შეფასებაზე.
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ს.ს „ტერაბანკი“-ს ლომბარდების აუდიტორული შემოწმება, თბილისის და რეგიონების (ბათუმი,ფოთი,ქუთაისი) მაშტაბით.
სატენდერო მოთხოვნები:
- 5 000 000 ლარის საკრედიტო ღირებულების სესხების აუდიტორული შეფასება
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
- ფასი, (უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს)
- მოკლე აღწერილობა (დეტალების მითითებით) მსგავსი სამუშაოების წარმოებაზე
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (სერტიფიკატები, დიპლომები და ა.შ.)
- 5 წლის განმავლობაში ანალოგიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი სალომბარდე პორთფელის აუდიტორულ შეფასებაზე“
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 01 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით
გიორგი ხუციშვილს,
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: giorgi.khutsishvili@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა1160). მობ: 595 957888
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით
ირაკლი მიქაძეს,
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge ,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები