ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4331 - ტენდერი სალომბარდე პორტფელის აუდიტორულ შეფასებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სალომბარდე პორტფელის აუდიტორულ შეფასებაზე.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ს.ს „ტერაბანკი“-ს ლომბარდების აუდიტორული შემოწმება, თბილისის და რეგიონების (ბათუმი,ფოთი,ქუთაისი) მაშტაბით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • 5 000 000 ლარის საკრედიტო ღირებულების სესხების აუდიტორული შეფასება 

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • ფასი, (უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს)
  • მოკლე აღწერილობა (დეტალების მითითებით) მსგავსი სამუშაოების წარმოებაზე
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (სერტიფიკატები, დიპლომები და ა.შ.)
  • 5 წლის განმავლობაში ანალოგიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სალომბარდე პორთფელის აუდიტორულ შეფასებაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 01 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით
გიორგი ხუციშვილს,
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: giorgi.khutsishvili@terabank.ge 
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა1160). მობ: 595 957888

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით
ირაკლი მიქაძეს,
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge  ,
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები