ჩაბარების ვადა:
3 ოქტომბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4346 - ტენდერი დიზელგენერატორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” აცხადებს ტენდერს: დიზელგენერატორის შესყიდვაზე 26/09-KAMP-P/DG-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- მუშა სიმძლავრე - 50 კვ;
- ძაბვა 380 ვოლტი;
- სიხშირე 50 ჰც;
- ძაბვა – 3 ფაზა
- ტურბო დიზელის ძრავი, წყლის გაგრილებით;
- გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
- გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
- ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება).
რაოდენობა - 1 ცალი.
შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
- ტრანსპორტირება ქ. ქუთაისში, მისამართზე ავტომშენებლის ქ. N88;
- ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
- ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.
შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (შესაძლებელია რამოდენიმე ალტერნატიული წინადადების წარმოდგენაც);
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: მერაბ ფერაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 30 63 00.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 03.10.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები