ჩაბარების ვადა:

3 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4346 - ტენდერი დიზელგენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა” აცხადებს ტენდერს: დიზელგენერატორის შესყიდვაზე 26/09-KAMP-P/DG-18

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • მუშა სიმძლავრე - 50 კვ;
  • ძაბვა 380 ვოლტი;
  • სიხშირე 50 ჰც;
  • ძაბვა – 3 ფაზა
  • ტურბო დიზელის ძრავი, წყლის გაგრილებით;
  • გენერატორის ციფრული მართვის პულტი და მისი ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი;
  • გენერატორი აღჭურვილი უნდა იყოს ხმის ჩამხშობი სპეციალური კონტეინერით და აკუმლატორის დამტენით.
  • ავტომატური გაშვების მართვის პულტი (ელექტოენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატური გაშვება). 

რაოდენობა - 1 ცალი.

შესყიდვების ობიექტის მიწოდების ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

  • ტრანსპორტირება ქ. ქუთაისში, მისამართზე ავტომშენებლის ქ. N88;
  • ობიექტზე დიზელგენერატორის მონტაჟი;
  • ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.

შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (შესაძლებელია რამოდენიმე ალტერნატიული წინადადების წარმოდგენაც);
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@gig.ge  ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: მერაბ ფერაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 30 63 00.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 03.10.2018, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები