17 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4414 - ტენდერი ექსპედიტორული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ექსპედიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.
- გადაზიდვის ობიექტი - ქვიშა (მშრალი) ;
- მიმართულება: საჩხერე - ქსანი
- ტიპი - სამანქანე
- მიახლოებითი რაოდენობა თვეში - 3500- 4000 ტონა (დამოკიდებულია წარმადობაზე)
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის ჩამონათვალი
- კომპანიის მოკლე ისტორია, გამოცდილება მსგავს სფეროში მუშაობის
- შემოთავაზება- 1 ტონა ქვიშის ტრანსპორტირების ღირებულება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად)
კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი - ელ.ფოსტის მეშვეობით.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება!
განიხილება მხოლოდ 17 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები