ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4414 - ტენდერი ექსპედიტორული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ექსპედიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.

  • გადაზიდვის ობიექტი - ქვიშა (მშრალი) ;
  • მიმართულება: საჩხერე - ქსანი
  • ტიპი - სამანქანე
  • მიახლოებითი რაოდენობა თვეში - 3500- 4000 ტონა (დამოკიდებულია წარმადობაზე)

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის ჩამონათვალი
  • კომპანიის მოკლე ისტორია, გამოცდილება მსგავს სფეროში მუშაობის
  • შემოთავაზება- 1 ტონა ქვიშის ტრანსპორტირების ღირებულება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად)

კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი - ელ.ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება!

განიხილება მხოლოდ 17 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები