26 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4419 - ტენდერი სს მისო კრისტალის ფილიალებში პანდუსებით მოწყობის მომსახურების შესახებ
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 80 000-მდე კლიენტურას საქართველოში.
გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს პანდუსების მოწყობით მომსახურების შესახებ მითითითებულ ფილიალებში, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის.
შესყიდვის ობიექტი
პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ოფისებში.
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის კრისტალის 44 ფილიალისა და ბუტიკისათვის შშმპ პანდუსების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
- აზომვა
- დაპროექტება/ფოტომონტაჟი
- მშენებლობის ნებართვის მოპოვება შესაბამის მაავტორიზებელ სამსახურებში
- პანდუსების მშენებლობა, მოპირკეთება შესაბამის ტროტუარზე, ან ოფისის ფასადზე გამოყენებული მასალებით. იქ სადაც სახასიათო მასალა არაა გამოყენებული მოეწყოს ბაზალტის ფილებით.
თანდართული ფაილებში მოცემულია შესასვლელი კიბის, ბაქნების, ტროტუარებისა და ზღურბლების პარამეტრები (დანართი #2), ასევე ფოტომასალა (დანართი #3); აღნიშნული ინფორმაციით შეძლებთ მოახდინოთ შეფასება:
- რამდენად გვაძლევს ესა თუ ის ფილიალი პანდუსების მოწყობის საშუალებას
- საჭიროების შემთხვევაში რამდენადაა შესაძლებელი კარების გაფართოვება და ზღურბლის ადაპტირების სტანდარტში მოქცევა.
ასევე, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით შეავსოთ დანართი #2-ში მოცემული ხარჯების და ვადების ინფორმაციის ველები.
ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შეთანხმების მიხედვით ავანსის გადახდის გზით, ან საქონლის/მომსახურების მოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
პრეტედენტის შეფასება და შერჩევა
სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
დამატებითი მოთხოვნები
- ფასები მიუთითეთ ლარში დღგ–ის ჩათვლით;
- ვადებში მიუთითეთ კალენდარული დღეების რაოდენობა
- შესასვლელებში მოწყობილი პანდუსები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილება #41-ში მოცემულ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან;
- შენიშვნა: თუ რომელიმე ფილიალის შესასვლელი კიბე, ბაქანი, ან ტროტუარი არ გვაძლევს დადგენილი პარამეტრების პანდუსების აშენების საშუალებას გამომდინარე, გთხოვთ, დანართ #2-ში გააკეთოთ არგუმენტირებული კომენტარი ამის შესახებ.
შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული ვადით;
დაინტერესებულ კომპანიას შედეგის გაგება შეეძლება ზემოთ მითთებული საიტის საშუალებით სადაც აიტვირთება კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ოქმი.
შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- გამოცდილება აღნიშნული მომსახურების სფეროში
- ფასი
- მიწოდებული მომსახურების ხარისხი
- სამუშაოების შესრულების ვადები
- სამუშაოთა წარმოების გეგმა -გრაფიკი
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტედენტის წარსადგენი დოკუმენტაცია პრეტედენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 1 -ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
- ტენდერის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიების დასახელებები.
სატენდერო პროცედურების დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
ქვაჩაკიძე თეიმურაზი
Mob: 577 40 15 85
Email: t.qvachakidze@crystal.ge
შესასრულებელი სამუშაოების შესახებ დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
კოკელაძე ონისე
Mob: 593 19 53 19
Email: o.kokeladze@crystal.ge
ქცემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ ჩამოტვირთოთ კრისტალის ფილიალების სურათები, რომლებიც დაგეხმარებათ შეთავაზების მომზადებაში:
https://wetransfer.com/downloads/03e640f992201bd05008630f66768cda20181022084847/d18282
ტენდერის კატეგორია:
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები