ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4419 - ტენდერი სს მისო კრისტალის ფილიალებში პანდუსებით მოწყობის მომსახურების შესახებ

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ სატენდერო ტექსტის ბოლოს მოცემულია ბმული, რომლიდანაც შეძლებთ გადმოიწეროთ კრისტალის ფილიალების ფოტოები.

ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 80 000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს პანდუსების მოწყობით მომსახურების შესახებ მითითითებულ ფილიალებში, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის.

შესყიდვის ობიექტი
პროექტის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ოფისებში.

წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის კრისტალის 44 ფილიალისა და ბუტიკისათვის შშმპ პანდუსების მშენებლობა/მოწყობა, რომელიც მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • აზომვა
  • დაპროექტება/ფოტომონტაჟი
  • მშენებლობის ნებართვის მოპოვება შესაბამის მაავტორიზებელ სამსახურებში
  • პანდუსების მშენებლობა, მოპირკეთება შესაბამის ტროტუარზე, ან ოფისის ფასადზე გამოყენებული მასალებით. იქ სადაც სახასიათო მასალა არაა გამოყენებული მოეწყოს ბაზალტის ფილებით. 

თანდართული ფაილებში მოცემულია შესასვლელი კიბის, ბაქნების, ტროტუარებისა და ზღურბლების პარამეტრები (დანართი #2), ასევე ფოტომასალა (დანართი #3); აღნიშნული ინფორმაციით შეძლებთ მოახდინოთ შეფასება:

  • რამდენად გვაძლევს ესა თუ ის ფილიალი პანდუსების მოწყობის საშუალებას
  • საჭიროების შემთხვევაში რამდენადაა შესაძლებელი კარების გაფართოვება და ზღურბლის ადაპტირების სტანდარტში მოქცევა.

ასევე, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით შეავსოთ დანართი #2-ში მოცემული ხარჯების და ვადების ინფორმაციის ველები.

ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შეთანხმების მიხედვით ავანსის გადახდის გზით, ან საქონლის/მომსახურების მოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა
სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

დამატებითი მოთხოვნები

  • ფასები მიუთითეთ ლარში დღგ–ის ჩათვლით;
  • ვადებში მიუთითეთ კალენდარული დღეების რაოდენობა
  • შესასვლელებში მოწყობილი პანდუსები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილება #41-ში მოცემულ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან;
    - შენიშვნა: თუ რომელიმე ფილიალის შესასვლელი კიბე, ბაქანი, ან ტროტუარი არ გვაძლევს დადგენილი პარამეტრების პანდუსების აშენების საშუალებას  გამომდინარე, გთხოვთ, დანართ #2-ში გააკეთოთ არგუმენტირებული კომენტარი ამის შესახებ. 

შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული ვადით;

დაინტერესებულ კომპანიას შედეგის გაგება შეეძლება ზემოთ მითთებული საიტის საშუალებით სადაც აიტვირთება კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ოქმი.

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • გამოცდილება აღნიშნული მომსახურების სფეროში
  • ფასი
  • მიწოდებული მომსახურების ხარისხი
  • სამუშაოების შესრულების ვადები
  • სამუშაოთა წარმოების გეგმა -გრაფიკი

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

პრეტედენტის წარსადგენი დოკუმენტაცია პრეტედენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 1 -ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

  • დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge  ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიების დასახელებები.

სატენდერო პროცედურების დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
ქვაჩაკიძე თეიმურაზი
Mob: 577 40 15 85
Email: t.qvachakidze@crystal.ge

შესასრულებელი სამუშაოების შესახებ დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი:
კოკელაძე ონისე
Mob: 593 19 53 19
Email: o.kokeladze@crystal.ge 

ქცემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ ჩამოტვირთოთ კრისტალის ფილიალების სურათები, რომლებიც დაგეხმარებათ შეთავაზების მომზადებაში:
https://wetransfer.com/downloads/03e640f992201bd05008630f66768cda20181022084847/d18282  

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ოქტომბერი 2018 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა