22 ოქტომბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4425 - ტენდერი საწარმოო ობიექტების ელვისაგან დაცვის სამონტაჟო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საწარმოო ობიექტების ელვისაგან დაცვის სამონტაჟო სამუშაოების შესახებ (არსებული პროექტის მიხედვით).
მოკლე აღწერა:
- დასამონტაჟებელია ხუთი სხვადასხვა ტიპის ორმოცი მეხამრიდი.
- მეხამრიდები ძირითადად განთავსებულია შენობის სახურავებზე სხვადასხვა სიმაღლეზე.
- ფუნდამენტში გამოყენებულია რკინა ბეტონი, ზოგი მათგანი დამაგრებულია შენობის პანელებზე ხისტი სამაგრებით.
- საჭირო მეტალის საერთო წონაა - 9 ტონა.
- მეხამრიდები უნდა დაამზადოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, არსებული პროექტის მიხედვით.
შენიშვნა: პროექტის გასაცნობად , გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვად
- შემოთავაზება- მომსახურების ღირებულება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად).
კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი - ელ.ფოსტის მეშვეობით.
განიხილება მხოლოდ 22 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები