ჩაბარების ვადა:

22 ოქტომბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4425 - ტენდერი საწარმოო ობიექტების ელვისაგან დაცვის სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა: 

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს საწარმოო ობიექტების ელვისაგან დაცვის სამონტაჟო სამუშაოების შესახებ (არსებული პროექტის მიხედვით).

მოკლე აღწერა:

  • დასამონტაჟებელია ხუთი სხვადასხვა ტიპის ორმოცი მეხამრიდი.
  • მეხამრიდები ძირითადად განთავსებულია შენობის სახურავებზე სხვადასხვა სიმაღლეზე.
  • ფუნდამენტში გამოყენებულია რკინა ბეტონი, ზოგი მათგანი დამაგრებულია შენობის პანელებზე ხისტი სამაგრებით.
  • საჭირო მეტალის საერთო წონაა - 9 ტონა.
  • მეხამრიდები უნდა დაამზადოს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, არსებული პროექტის მიხედვით.

შენიშვნა: პროექტის გასაცნობად , გთხოვთ მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვად
  • შემოთავაზება- მომსახურების ღირებულება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე (მიუთითეთ აუცილებლად).

კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი - ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 22 ოქტომბრის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ;
ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 33 44 08 - ზექი ბილგინი

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები