29 ოქტომბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4448 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისის მასშტაბით
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისის მაშტაბით
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე მოიცავდეს ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და ატვირთოს შემოთავაზება.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- სარეკომენდაციო წერილები;
სხვა პირობები
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება საანგარიშო თვის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 15 დღის განმავლობაში;
- მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს თბილისის მაშტაბით.
- ყოველი მარშუტის საწყისი ან დასასრული წერტილი იქნება თბილისი, პუშკინის ქ. 3 და აღნიშნული მისამართიდან თბილისის 3 უკიდურესი წერტილი.
- გადასაყვანი თანამშრომლების რაოდენობა 60.
- სამუშაო საათები 24/7-ზე ძირითადი დატვირთვა ღამის 12:00-დან 2:00-საათამდე პერიოდში.
- ერთი დღის განმავლობაში გასავლელი საშუალო კილომეტრაჟი 175კმ.
- ერთი დღის განმავლობაში გამოძახებების საშუალო რაოდენობა 12.
- მომწოდებელმა ფასის ველში უნდა მიუთითოს ერთი თვის მომსახურების ფიქსირებული ჟამური საფასური.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=955&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები