ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4448 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისის მასშტაბით

ტენდერის აღწერილობა: 

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებაზე თბილისის მაშტაბით

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე მოიცავდეს ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge  ;
  • აირჩიოს ტენდერი და ატვირთოს შემოთავაზება.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • სარეკომენდაციო წერილები;

სხვა პირობები

  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება საანგარიშო თვის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 15 დღის განმავლობაში;
  • მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს თბილისის მაშტაბით.
  • ყოველი მარშუტის საწყისი ან დასასრული წერტილი იქნება თბილისი, პუშკინის ქ. 3 და აღნიშნული მისამართიდან თბილისის 3 უკიდურესი წერტილი.
  • გადასაყვანი თანამშრომლების რაოდენობა 60.
  • სამუშაო საათები 24/7-ზე ძირითადი დატვირთვა ღამის 12:00-დან 2:00-საათამდე პერიოდში.
  • ერთი დღის განმავლობაში გასავლელი საშუალო კილომეტრაჟი 175კმ.
  • ერთი დღის განმავლობაში გამოძახებების საშუალო რაოდენობა 12.
  • მომწოდებელმა ფასის ველში უნდა მიუთითოს ერთი თვის მომსახურების ფიქსირებული ჟამური საფასური.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესო ქიტიაშვილი
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა: bkitiashvili@bog.ge 

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ოქტომბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=955&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები