1 ნოემბერი 2018, 22:00
სტატუსი:
დასრულებულიT4450 - ტენდერი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა-მიწოდება-დამონტაჟებაზე
ტენდერის აღწერილობა:
„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ტენდერის პირველი რაუნდი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა-მიწოდება-დამონტაჟებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში.
მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები:
- #1 დანართში მოცემული ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა-მიწოდება-დამონტაჟება ადგილზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
- მოწოდებული სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფა.
დანართები:
- დანართი 1. შესაძენი სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი და დეტალური ტექნიკური აღწერილობა (ხელშეკრულების დანართი). შენიშვნა: მოცემული ჩამონათვალის ტექნიკური პარამეტრები და რაოდენობა სავალდებულოა, არ ექვემდებარება შეცვლას;
- დანართი 2. ხელშეკრულების ნიმუში;
- დანართი 3. ბიუჯეტის ფორმა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს განმცხადებლის მიერ (სავალდებულო).
კონტრაქტის დასრულების ვადა: 30 ნოემბერი, კონტრაქტის ვადის გაგრძელების ა.წ 10 დეკემბერამდე შესაძლებლობით.
შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტენდერი პოტენციურ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
დაინტერესებული კომპანიის მაერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ინფორმაცია განმცხადებელი კომპანიის შესახებ (დაარსების თარიღი, დამფუძნებლები, მოკლე ისტორია);
- სავალდებულო მოთხოვნა კომპანიის მიმართ: შესაბამისი გამოცდილება, სადაც მითითებული იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების გამოცდილება, ბიუჯეტით არანაკლებ 300 000 ლარისა. შერჩევის შემთხვევაში პოტენციური მომწოდებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ასეთი შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი;
- ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ფინანსური მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია;
- ბოლო სამი თვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულად და ინგლისურად;
- შემოთავაზება - ხარჯთ-აღრიცხვა თანდართული ექსელის ფორმატში (დანართი #3), ხელმოწერილი ორგანიზაციის ბეჭდით. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ლარში, კონტრაქტის ჯამური ღირებულების ლარში და ევროში მითითებით;
- სამუშაოს შესრულების ვადები, დროის ჩარჩო (შესყიდვა, ტრანსპორტირება, დამონტაჟება);
- საბანკო გარანტია (მოთხოვნილი იქნება კონტრაქტირების შემთხვევაში);
- საგარანტიო ვადები და პირობები აღჭურვილობაზე;
- განაცხადი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საბუთების წარდგენის ვადა: 1 ნოემბერი, 2018, 22:00. შემოსული განაცხადები განიხილება მიღებისთანავე.
აღჭურვილობის ღირებულება: არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ევროს.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:
ccrgtender@gmail.com Cc: tamar.kurtanidze@caritas.cz
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მოცემულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ა.წ. 25 ოქტომბრამდე tamar.kurtanidze@caritas.cz
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები