ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2018, 22:00

სტატუსი:

დასრულებული

T4450 - ტენდერი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა-მიწოდება-დამონტაჟებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. ტენდერის პირველი რაუნდი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა-მიწოდება-დამონტაჟებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში.

მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები:

  • #1 დანართში მოცემული ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა-მიწოდება-დამონტაჟება ადგილზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
  • მოწოდებული სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფა.

დანართები:

  • დანართი 1. შესაძენი სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი და დეტალური ტექნიკური აღწერილობა (ხელშეკრულების დანართი). შენიშვნა: მოცემული ჩამონათვალის ტექნიკური პარამეტრები და რაოდენობა სავალდებულოა, არ ექვემდებარება შეცვლას;
  • დანართი 2. ხელშეკრულების ნიმუში;
  • დანართი 3. ბიუჯეტის ფორმა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს განმცხადებლის მიერ (სავალდებულო).

კონტრაქტის დასრულების ვადა: 30 ნოემბერი, კონტრაქტის ვადის გაგრძელების ა.წ 10 დეკემბერამდე შესაძლებლობით.

შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტენდერი პოტენციურ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

დაინტერესებული კომპანიის მაერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ინფორმაცია განმცხადებელი კომპანიის შესახებ (დაარსების თარიღი, დამფუძნებლები, მოკლე ისტორია);
  • სავალდებულო მოთხოვნა კომპანიის მიმართ: შესაბამისი გამოცდილება, სადაც მითითებული იქნება ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების გამოცდილება, ბიუჯეტით არანაკლებ 300 000 ლარისა. შერჩევის შემთხვევაში პოტენციური მომწოდებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ასეთი შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელის და ფინანსური მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ბოლო სამი თვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულად და ინგლისურად;
  • შემოთავაზება - ხარჯთ-აღრიცხვა თანდართული ექსელის ფორმატში (დანართი #3), ხელმოწერილი ორგანიზაციის ბეჭდით. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ლარში, კონტრაქტის ჯამური ღირებულების ლარში და ევროში მითითებით;
  • სამუშაოს შესრულების ვადები, დროის ჩარჩო (შესყიდვა, ტრანსპორტირება, დამონტაჟება);
  • საბანკო გარანტია (მოთხოვნილი იქნება კონტრაქტირების შემთხვევაში);
  • საგარანტიო ვადები და პირობები აღჭურვილობაზე;
  • განაცხადი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საბუთების წარდგენის ვადა: 1 ნოემბერი, 2018, 22:00. შემოსული განაცხადები განიხილება მიღებისთანავე.

აღჭურვილობის ღირებულება: არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ევროს.

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე:
ccrgtender@gmail.com  Cc: tamar.kurtanidze@caritas.cz 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მოცემულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ა.წ. 25 ოქტომბრამდე tamar.kurtanidze@caritas.cz 

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები