ჩაბარების ვადა:
7 ნოემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4455 - ტენდერი თხევადი გაზის მზიდი ავტომობილის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს თხევადი გაზის მზიდი ავტომობილის შესყიდვაზე #10/04-NEO-P/LPGTRANS-18.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ავტომობილის სტანდარტი - არანაკლებ Euro 4;
- ავზის მოცულობა: 10 ან 20 ტონა (განიხილება ორივე ვარიანტი);
- ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მრიცხველით;
- აღჭურვილი უნდა იყოს ტუმბოთი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ავტომობილის დეტალური ტექნიკური დახასიათება;
- მეორადი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ავტომობილის გარბენი;
- ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
* ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ალექსი ხვედელიძე, ელ.ფოსტა: akhvedelidze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591707804.
- საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე, საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
- 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები