ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4455 - ტენდერი თხევადი გაზის მზიდი ავტომობილის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს თხევადი გაზის მზიდი ავტომობილის შესყიდვაზე #10/04-NEO-P/LPGTRANS-18.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • ავტომობილის სტანდარტი - არანაკლებ Euro 4;
  • ავზის მოცულობა: 10 ან 20 ტონა (განიხილება ორივე ვარიანტი);
  • ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მრიცხველით;
  • აღჭურვილი უნდა იყოს ტუმბოთი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ავტომობილის დეტალური ტექნიკური დახასიათება;
  • მეორადი ავტომობილის შემოთავაზების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ავტომობილის გარბენი;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    * ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
    - საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ალექსი ხვედელიძე, ელ.ფოსტა: akhvedelidze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591707804.
    - საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე, საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
  • 39300000 სხვადასხვა სახის მოწყობილობები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები