ჩაბარების ვადა:
13 ნოემბერი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT4475 - ტენდერი ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს: ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე 30/10-GIG-S/CAT-18
მომსახურების აღწერა:
- მზა კერძების, კვების პროდუქტების, საჭირო დანამატებისა (მარილი, პილპილი, შაქარი, ჩაი), და აქსესუარების (ხელსაწმენდი, კბილის ჩხირი) მიწოდება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს ადმინისტრაციულ ოფისში;
- მენიუ უნდა შედგებოდეს:
- წვნიანი, ძირითადი კერძი (ხორცი ან თევზი), გარნირი, სალათი, საწებელი/ტყემალი, პური, გამაგრილებელი სასმელი (მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება უპირატესობად); - თანამშრომლების საორიენტაციო რაოდენობა - 140 ადამიანი;
- მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს ადმინისტრაციული ოფისი (GIG PLAZA).
- გადახდა მოხდება თანამშრომლების მიერ შემდეგი მეთოდით:
- ნაღდი ანგარიშწორება;
- პლასტიკური ბარათი. - სადილის დრო - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 13:00 – 15:00 საათამდე:
- ამ პერიოდის მანძილზე სასადილოში უნდა იყოს მომსახურე კომპანიის პერსონალი - საჭმლის გამცემი (კერძების ხაზზე მომუშავე პერსონალი).
ინფორმაცია სასადილო დარბაზისა და აღჭურვილობის შესახებ:
არსებული დარბაზი/ინვენტარი/აღჭურვილობა | |
1 | სასადილო დარბაზი (70 კვმ) |
2 | მაგიდები 10 ცალი (თითოეული გათვლილი 4-5 პერსონაზე) |
3 | სკამები 50 ცალი |
4 | გამაცხელებელი ხაზი ორი განყოფილებით |
5 | მაცივარის ხაზი სალათებისთვის ოთხი განყოფილებით |
6 | ჩაის დასაყენებელი აპარატი - 1 ცალი |
7 | მიკროტალღური ღუმელი - 1 ცალი |
8 | ჭურჭელი: |
- | დანა, ჩანგალი, სუფრის კოვზი, ჩაის კოვზი |
- | თეფშები |
- | ჭიქები |
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
- ბოლო ორი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
- სარეკომენდაციო წერილები;
- დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
- პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: დიმიტრი აგეკიანი - 598 88 94 90, dagekyan@gig.ge .
- საკონტაქტო პირი კვებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალებზე: თინათინ ჯაფარიძე - 577 74 01 20.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 13 ნოემბერი 16:00 საათი;
- შერჩეულ პრეტენდენტებთან საჭმლის დეგუსტაცია გაიმართება წინასწარი შეთანხმებით 14.11.2018 – 21.11.2018 წინასწარ შეთანხმებულ დროს.
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება