ჩაბარების ვადა:

13 ნოემბერი 2018, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T4475 - ტენდერი ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს: ქეთერინგის მომსახურების შესყიდვაზე 30/10-GIG-S/CAT-18

მომსახურების აღწერა:

  • მზა კერძების, კვების პროდუქტების, საჭირო დანამატებისა (მარილი, პილპილი, შაქარი, ჩაი), და აქსესუარების (ხელსაწმენდი, კბილის ჩხირი) მიწოდება „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს ადმინისტრაციულ ოფისში;
    - მენიუ უნდა შედგებოდეს:
    - წვნიანი, ძირითადი კერძი (ხორცი ან თევზი), გარნირი, სალათი, საწებელი/ტყემალი, პური, გამაგრილებელი სასმელი (მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება უპირატესობად);
  • თანამშრომლების საორიენტაციო რაოდენობა - 140 ადამიანი;
  • მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“-ს ადმინისტრაციული ოფისი (GIG PLAZA).
  • გადახდა მოხდება თანამშრომლების მიერ შემდეგი მეთოდით:
    - ნაღდი ანგარიშწორება;
    - პლასტიკური ბარათი.
  • სადილის დრო - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 13:00 – 15:00 საათამდე:
    - ამ პერიოდის მანძილზე სასადილოში უნდა იყოს მომსახურე კომპანიის პერსონალი - საჭმლის გამცემი (კერძების ხაზზე მომუშავე პერსონალი).

ინფორმაცია სასადილო დარბაზისა და აღჭურვილობის შესახებ:

არსებული დარბაზი/ინვენტარი/აღჭურვილობა
1 სასადილო დარბაზი (70 კვმ)
2 მაგიდები 10 ცალი (თითოეული გათვლილი 4-5 პერსონაზე)
3 სკამები 50 ცალი
4 გამაცხელებელი ხაზი ორი განყოფილებით
5 მაცივარის ხაზი სალათებისთვის ოთხი განყოფილებით
6 ჩაის დასაყენებელი აპარატი - 1 ცალი
7 მიკროტალღური ღუმელი - 1 ცალი
8 ჭურჭელი:
- დანა, ჩანგალი, სუფრის კოვზი, ჩაის კოვზი
- თეფშები
- ჭიქები


„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;
  • ბოლო ორი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • სარეკომენდაციო წერილები;
  • დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: დიმიტრი აგეკიანი - 598 88 94 90, dagekyan@gig.ge .
  • საკონტაქტო პირი კვებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალებზე: თინათინ ჯაფარიძე - 577 74 01 20.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტი კომპანიის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 13 ნოემბერი 16:00 საათი;
  • შერჩეულ პრეტენდენტებთან საჭმლის დეგუსტაცია გაიმართება წინასწარი შეთანხმებით 14.11.2018 – 21.11.2018 წინასწარ შეთანხმებულ დროს.

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება