ჩაბარების ვადა:
7 ნოემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4484 - ტენდერი სატელიტური ტელეფონების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სატელიტური ტელეფონების შესყიდვა/მომსახურებაზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- შესაძენი აპარატების რაოდენობაზე დამატებით მოხდება შეთანხმება;
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- შემოთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული ინსტალაციის ხარჯები თითოეული კომპონენტისათვის;
- გთხოვთ, დეტალურ შეთავაზებაში დაამატოთ ტენდერით გათვალისწინებული საქონელის მოწოდების ვადები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- მოწოდებული სისტემის ფარგლებში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება გაუწიოს ბანკს მინიმუმ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პროდუქტი N1-ის გასწვრივ;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სალომე ყუფარაძეს: s.kuparadze@bog.ge / 599 611 222
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=959&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები