ჩაბარების ვადა:

7 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4484 - ტენდერი სატელიტური ტელეფონების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სატელიტური ტელეფონების შესყიდვა/მომსახურებაზე.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • შესაძენი აპარატების რაოდენობაზე დამატებით მოხდება შეთანხმება;
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
    - საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • შემოთავაზებაში დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული ინსტალაციის ხარჯები თითოეული კომპონენტისათვის;
  • გთხოვთ, დეტალურ შეთავაზებაში დაამატოთ ტენდერით გათვალისწინებული საქონელის მოწოდების ვადები;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • მოწოდებული სისტემის ფარგლებში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება გაუწიოს ბანკს მინიმუმ 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პროდუქტი N1-ის გასწვრივ;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სალომე ყუფარაძეს: s.kuparadze@bog.ge  / 599 611 222

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 ნოემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=959&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები