ჩაბარების ვადა:
8 ნოემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4487 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებაზე:
N | დასახელება | აღწერა | ყოველთვიური საფასური |
1 | კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება | ბანკის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და შეცვლა, არსებული ტექნიკის სრული ჩამონათვალი და აღწერილობა განსაზღვრულია დანართით N1 |
დამატებითი მოთხოვნები:
მომწოდებელმა უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური და აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
- ბანკში არსებული, ძველი და ახალი HP, CISCO, APC-ის კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და შეცვლა, ბანკთან შეთანხმებულ ვადებში და პირობებით;
- HP, CISCO, APC-ის სერთიფიცირებული ინჟინერის მომსახურება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
- მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი იქნება ვარგისი მინ. 3 თვის განმავლობაში;
- სათადარიგო ნაწილების შეცვლის შემთხვევაში, უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ქარხნული დეტალები და ნაწილების განფასება უნდა იქნას მოწოდებული წინასწარ.
- შეთავაზებისთვის საჭირო დამატებით ინფორმაციაზე დაუკავშირდით 599 611 222 სალომე ყუფარაძეს;
სხვა პირობები:
- შემოთვაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
- ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
- გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშკრულება;
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მიწოდების ვადები და ა.შ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები; კომპანიის
- სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინჟინრების სეთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 ნოემბიდან 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- მომწოდებელმა პროდუქტი N1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური საფასური;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=960&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები