ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4487 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებაზე:

N დასახელება აღწერა ყოველთვიური საფასური
1 კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება ბანკის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და შეცვლა, არსებული ტექნიკის სრული ჩამონათვალი და აღწერილობა განსაზღვრულია დანართით N1  


დამატებითი მოთხოვნები:
მომწოდებელმა უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური და აღნიშნული მომსახურება მოიცავს:

  • ბანკში არსებული, ძველი და ახალი HP, CISCO, APC-ის კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება ან/და შეცვლა, ბანკთან შეთანხმებულ ვადებში და პირობებით;
  • HP, CISCO, APC-ის სერთიფიცირებული ინჟინერის მომსახურება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტი იქნება ვარგისი მინ. 3 თვის განმავლობაში;
  • სათადარიგო ნაწილების შეცვლის შემთხვევაში, უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ქარხნული დეტალები და ნაწილების განფასება უნდა იქნას მოწოდებული წინასწარ.
  • შეთავაზებისთვის საჭირო დამატებით ინფორმაციაზე დაუკავშირდით 599 611 222 სალომე ყუფარაძეს;

სხვა პირობები:

  • შემოთვაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშკრულება;
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მიწოდების ვადები და ა.შ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები; კომპანიის
  • სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინჟინრების სეთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 1 ნოემბიდან 2018 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
  • მომწოდებელმა პროდუქტი N1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური საფასური;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=960&lang=geo 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები