5 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4600 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე.
საქონლის/მომსახურების დასახელება:
# | დასახელება | ერთეულის ფასი | მოწოდების ვადა |
1 | სათვლელი აპარატიCash scan EB 300 | ||
2 | სათვლელი აპარატიCash scan MSB 30 | ||
3 | სათვლელი აპარატიManger 35 | ||
4 | შემოთავაზებული ალტერნატივა |
შესაძენი საორიენტაციო ჯამური ოდენობა: 50-70 ერთეული.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDFან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ყველა შემოთავაზებას თანდართული უნდა ჰქონდეს სპეციფიკაციის ფურცელი - Datasheet.
- საგარანტიო ვადაფულის მთვლელზე უნდა იყოს 1 (ერთი) წელი;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთავაზონ ფასები კონკრეტული აპარატის მოდელის მითითებით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 27 ნოემბრიდან – 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდებაშეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პროდუქტი N1,პროდუქტი N2 და სხვა შესაბამისი პუნქტებისგასწვრივ;
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე 593 340 540
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=979&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა