12 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4619 - ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტრანსპორტირებასა და თანმდევ მომსახურებაზე საქართველოს მაშტაბით.
მომსახურება უნდა განხორციელდეს თბილისსა და რეგიონებში, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, ბანკის მიერ წინასწარ განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად.
შესასრულებელი სამუშაოები:
- ავეჯის დაშლა/გადაზიდვა;
- სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება;
- თბილისის და რეგიონის გაყიდვების მენეჯერების (განვადების დესკი) მიტანა და სამუშაო ადგილებზე მოწყობა.
- ნარჩენების გატანა (სამშნებლო და სხვა);
- საბაჟოდან ტვირთის გადაზიდვა/ტრანსპორტირება და დასაწყობება ბანკის ობიექტზე;
- პერიოდულად ბანკის მოთხოვნის შესაბამისად საწყობის დალაგება, სახეობებად დახარისხება.
- ახალი სერვის ცენტრის გახსნამდე ათი დღით ადრე ბანკის ლოჯისტიკის მენეჯერს გამოეყოს ორი დამხმარე მუშა და შეასრულოს ლოჯისტიკის მენეჯერის მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებული იქნება სერვისცენტრის გახსნასთან.
- ბანკის სასაწყობე მეურნეობიდან ავეჯის მითითებულ მისამართებზე ტრანსპორტირება და შემდგომში მათი მითითებისამებრ განლაგება.
- საჩუქრების დარიგება;
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს სხვა და სხვა ტიპის საქონლის და ინვენტარის ტრანსპორტირება/გადაადგილება, გამოყოს შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისი მუშახელი.
სამუშაოს მოცულობის ვრცელი აღწერილობა:
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა არქივის შენობაში, დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებით.
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა ბანკის საწყობში.
- სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით.
- 25 დამხმარე მუშა მუდმივად მობილიზებული, თბილისისა და რეგიონის სერვის ცენტრებისა და ოფისებისათვის ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანცელარიო თუ სხვა მასალებისა და ავეჯის მისაწოდებლად.
- 5 - მიკრო ავტობუსი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 2 ტონა) საკანცელარიო მასალებითა და მცირე ტვირთებით თბილისისა და რეგიონების მოსამარაგებლად.
- 2-სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 3,5-5 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი- რეგიონები.
- 2 - სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 7-10 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი-რეგიონები.
- 5 - სატვირთო ავტომობილი მთელი კვირის განმავლობაში (7 დღე) მუდმივ მზადყოფნაში საწყობთან.
- ზემოთ მითითებული ტრანსპორტირებების გათვალისწინებით თვის განმავლობაში განვლილი კილომეტრაჟი შეადგენს 20 000 – 25 000კმ-ს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- მომწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური მოთხოვნილ მომსახურებაზე;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და ატვირთოს შემოთავაზება.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- სარეკომენდაციო წერილები;
სხვა პირობები:
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- თანხის გადახდა მოხდება საანგარიშო თვის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 15 დღის განმავლობაში;
- მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს საქართველოს მაშტაბით.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის კუთვნილებაში არსებული ავტო პარკის სრული მონაცემები.
- მომწოდებელმა ფასის ველში უნდა მიუთითოს ერთი თვის მომსახურების ფიქსირებული ჯამური საფასური.
ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბესიკ ქიტიაშვილი
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა:bkitiashvili@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=980&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები