ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4619 - ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტრანსპორტირებასა და თანმდევ მომსახურებაზე საქართველოს მაშტაბით.

მომსახურება უნდა განხორციელდეს თბილისსა და რეგიონებში, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, ბანკის მიერ წინასწარ განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად.

შესასრულებელი სამუშაოები:

  • ავეჯის დაშლა/გადაზიდვა;
  • სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება;
  • თბილისის და რეგიონის გაყიდვების მენეჯერების (განვადების დესკი) მიტანა და სამუშაო ადგილებზე მოწყობა.
  • ნარჩენების გატანა (სამშნებლო და სხვა);
  • საბაჟოდან ტვირთის გადაზიდვა/ტრანსპორტირება და დასაწყობება ბანკის ობიექტზე;
  • პერიოდულად ბანკის მოთხოვნის შესაბამისად საწყობის დალაგება, სახეობებად დახარისხება.
  • ახალი სერვის ცენტრის გახსნამდე ათი დღით ადრე ბანკის ლოჯისტიკის მენეჯერს გამოეყოს ორი დამხმარე მუშა და შეასრულოს ლოჯისტიკის მენეჯერის მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებული იქნება სერვისცენტრის გახსნასთან.
  • ბანკის სასაწყობე მეურნეობიდან ავეჯის მითითებულ მისამართებზე ტრანსპორტირება და შემდგომში მათი მითითებისამებრ განლაგება.
  • საჩუქრების დარიგება;
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს სხვა და სხვა ტიპის საქონლის და ინვენტარის ტრანსპორტირება/გადაადგილება, გამოყოს შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისი მუშახელი.

სამუშაოს მოცულობის ვრცელი აღწერილობა:

  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა არქივის შენობაში, დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილებით.
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მინიმუმ 4 დამხმარე მუშა ბანკის საწყობში.
  • სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით.
  • 25 დამხმარე მუშა მუდმივად მობილიზებული, თბილისისა და რეგიონის სერვის ცენტრებისა და ოფისებისათვის ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანცელარიო თუ სხვა მასალებისა და ავეჯის მისაწოდებლად.
  • 5 - მიკრო ავტობუსი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 2 ტონა) საკანცელარიო მასალებითა და მცირე ტვირთებით თბილისისა და რეგიონების მოსამარაგებლად.
  • 2-სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 3,5-5 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი- რეგიონები.
  • 2 - სატვირთო ავტომობილი ( მაქსიმალური ტვირთამწეობა 7-10 ტონამდე ) საკანცელარიო და სამშენებლო მასალებით მომარაგებისათვის, თბილისი-რეგიონები.
  • 5 - სატვირთო ავტომობილი მთელი კვირის განმავლობაში (7 დღე) მუდმივ მზადყოფნაში საწყობთან.
  • ზემოთ მითითებული ტრანსპორტირებების გათვალისწინებით თვის განმავლობაში განვლილი კილომეტრაჟი შეადგენს 20 000 – 25 000კმ-ს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • მომწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური მოთხოვნილ მომსახურებაზე;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
  • აირჩიოს ტენდერი და ატვირთოს შემოთავაზება.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • სარეკომენდაციო წერილები;

სხვა პირობები:

  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • თანხის გადახდა მოხდება საანგარიშო თვის მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 15 დღის განმავლობაში;
  • მომწოდებელმა მომსახურება უნდა გაგვიწიოს საქართველოს მაშტაბით.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის კუთვნილებაში არსებული ავტო პარკის სრული მონაცემები.
  • მომწოდებელმა ფასის ველში უნდა მიუთითოს ერთი თვის მომსახურების ფიქსირებული ჯამური საფასური.

ტენდერთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირსაგან:
ბესიკ ქიტიაშვილი
მობ.:(+995 555) 000 778
ელ-ფოსტა:bkitiashvili@bog.ge

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=980&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები