12 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4635 - ტენდერი ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით (მიწოდება, მონტაჟი).
შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- ორფრთიანი ელექტრო გასაწევი კარი (პუნქტი N1) - ევროპული წარმოება, 2 წლიანი გარანტიით;
- ერთფრთიანი ელექტრო გასაწევი კარი (პუნქტი N2) - ევროპული წარმოების, 2 წლიანი გარანტიით;
- ალუმინის ფასადის პროფილის ზომა 12*5 სმ, მინის სისქე 10 მმ (პუნქტი N4) - პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
- გასასრიალებელი მინის კარი, მექანიზმი და მინა (პუნქტი N5) - მექანიზმი მინიმუმ 75 კგ, მინა 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
- გასასრიალებელი მინის კარი, მექანიზმი და მინა (პუნქტი N6) - მექანიზმი მინიმუმ 150 კგ, მინა 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
- სახელური (პუნქტი N 7) - დიამეტრი 32 მმ, უჟანგავი მეტალი;
- ალუმინის ტიხრის პროფილი (პუნქტი N8) - ზომა 4*2 სმ, მინის სისქე 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
- ანტივანდალური ბრონე ფირი (პუნქტი N 9) - 400 მიკრონი, ამერიკული ან ევროპული წარმოების;
- ანტივანდალური ბრონე ფირი (პუნქტი N10) - 200 მიკრონი, ამერიკული ან ევროპული წარმოების;
- ნაწრთობი მინა შეღებილი (პუნქტი N11) -RAL 9010;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურება 2019 წლის 12 იანვრიდან.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი №1-ის, პროდუქტი №2 და ა.შ გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ტარას მირგატია 599 100 833
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=981&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები