ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4635 - ტენდერი ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. შეიცვალა საკონტაქტო პირი

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით (მიწოდება, მონტაჟი).

შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ორფრთიანი ელექტრო გასაწევი კარი (პუნქტი N1) - ევროპული წარმოება, 2 წლიანი გარანტიით;
  • ერთფრთიანი ელექტრო გასაწევი კარი (პუნქტი N2) - ევროპული წარმოების, 2 წლიანი გარანტიით;
  • ალუმინის ფასადის პროფილის ზომა 12*5 სმ, მინის სისქე 10 მმ (პუნქტი N4) - პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
  • გასასრიალებელი მინის კარი, მექანიზმი და მინა (პუნქტი N5) - მექანიზმი მინიმუმ 75 კგ, მინა 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
  • გასასრიალებელი მინის კარი, მექანიზმი და მინა (პუნქტი N6) - მექანიზმი მინიმუმ 150 კგ, მინა 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
  • სახელური (პუნქტი N 7) - დიამეტრი 32 მმ, უჟანგავი მეტალი;
  • ალუმინის ტიხრის პროფილი (პუნქტი N8) - ზომა 4*2 სმ, მინის სისქე 10 მმ, პროფილის თერმული ღებვა - RAL 7044;
  • ანტივანდალური ბრონე ფირი (პუნქტი N 9) - 400 მიკრონი, ამერიკული ან ევროპული წარმოების;
  • ანტივანდალური ბრონე ფირი (პუნქტი N10) - 200 მიკრონი, ამერიკული ან ევროპული წარმოების;
  • ნაწრთობი მინა შეღებილი (პუნქტი N11) -RAL 9010;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მომსახურება 2019 წლის 12 იანვრიდან.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge;
  • აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი №1-ის, პროდუქტი №2 და ა.შ გასწვრივ;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირსაგან: 
ტარას მირგატია 599 100 833

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 დეკემბერი, 17:00 საათი. 

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=981&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები