13 დეკემბერი 2018, 22:00
სტატუსი:
დასრულებულიT4643 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენა მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ დაინტერესებულ კომპანიებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენა-მოწოდებაზე ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები:
- #2 დანართში მოცემული ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად პროდუქციის შესყიდვა-მიწოდება ადგილზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
- მოწოდებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა, გარანტია.
მიწოდების ადგილი: ქალაქი ზუგდიდი.
წინადადების ღირებულება: არ უნდა აღემატებოდეს 43800 ლარს დღგ-ს და ზუგდიდში ტრანსპორტირების ჩათვლით.
სავალდებულო მოთხოვნა განმცხადებელი კომპანიის მიმართ:
შესაბამისი გამოცდილება, ნუსხა სადაც მითითებული იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის მიწოდების გამოცდილება, ბიუჯეტით არანაკლებ 20 000 ლარისა. შერჩევის შემთხვევაში პოტენციური მომწოდებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ასეთი შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი.
კონტრაქტის დასრულების ვადა: ა.წ. 28 დეკემბერი კონტრაქტის ვადის გაგრძელების 2019 წლის 15 იანვრამდე შესაძლებლობით.
დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განაცხადი (დანართი #1);
- შემოთავაზება - ხარჯთ-აღრიცხვა (დანართი #2), ხელმოწერილი ორგანიზაციის ბეჭდით. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
- შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური აღწერა და ფოტო-სურათები;
- ბოლო 2 წლის განმავლობაში მიწოდებული მსგავსი სერვისი (მიწოდებული პროდუქციის მოკლე აღწერა, კონტრაქტორი, თარიღი, ბიუჯეტი);
- ბოლო სამი თვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულად და ინგლისურად.
დანართები:
- დანართი 1: განაცხადის ფორმა
- დანართი 2: ბიუჯეტი
საბუთების წარდგენის ვადა:
13 დეკემბერი, 2018, 22:00. ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეული მომწოდებელი მიიღებს შეტყობინებას ა.წ. 15 დეკემბერამდე.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: ccrgtender@gmail.com
შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტენდერი პოტენციურ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები