ჩაბარების ვადა:

13 დეკემბერი 2018, 22:00

სტატუსი:

დასრულებული

T4643 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენა მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ააიპ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ დაინტერესებულ კომპანიებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენა-მოწოდებაზე ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები:

  • #2 დანართში მოცემული ტექნიკური აღწერილობის შესაბამისად პროდუქციის შესყიდვა-მიწოდება ადგილზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
  • მოწოდებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა, გარანტია.

მიწოდების ადგილი: ქალაქი ზუგდიდი.

წინადადების ღირებულება:
არ უნდა აღემატებოდეს 43800 ლარს დღგ-ს და ზუგდიდში ტრანსპორტირების ჩათვლით. 

სავალდებულო მოთხოვნა განმცხადებელი კომპანიის მიმართ:
შესაბამისი გამოცდილება, ნუსხა სადაც მითითებული იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის მიწოდების გამოცდილება, ბიუჯეტით არანაკლებ 20 000 ლარისა. შერჩევის შემთხვევაში პოტენციური მომწოდებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ასეთი შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი.

კონტრაქტის დასრულების ვადა: ა.წ. 28 დეკემბერი კონტრაქტის ვადის გაგრძელების 2019 წლის 15 იანვრამდე შესაძლებლობით.

დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განაცხადი (დანართი #1);
  • შემოთავაზება - ხარჯთ-აღრიცხვა (დანართი #2), ხელმოწერილი ორგანიზაციის ბეჭდით. ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
  • შემოთავაზებული პროდუქციის დეტალური აღწერა და ფოტო-სურათები;
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში მიწოდებული მსგავსი სერვისი (მიწოდებული პროდუქციის მოკლე აღწერა, კონტრაქტორი, თარიღი, ბიუჯეტი);
  • ბოლო სამი თვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქართულად და ინგლისურად.

დანართები:

  • დანართი 1: განაცხადის ფორმა
  • დანართი 2: ბიუჯეტი

საბუთების წარდგენის ვადა:

13 დეკემბერი, 2018, 22:00. ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეული მომწოდებელი მიიღებს შეტყობინებას ა.წ. 15 დეკემბერამდე. 

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: ccrgtender@gmail.com

შენიშვნა: ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტენდერი პოტენციურ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები