20 დეკემბერი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT4646 - ტენდერი ობიექტების ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს ობიექტების ბრენდირებაზე
- ნომრით #-EF-GE/-418
- დანიშნულება: ობიექტების ბრენდირება
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სატენდერო წინადადება;
- სააპლიკაციო შევსების ფორმა;
- საბეჭდი ლოგო;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დაბეჭდილი ნიმუში;
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 დღე;
- ფასების მოწოდების პრინციპი იხილეთ თანდართულ ფაილში.
შერჩეული კომპანიის მოვალეობები:
- კომპანიას გაეგზავნება დასაბრენდი ობიექტის მონაცემები (მისამართი, სახელწოდება, საკონტაქტო პირი და ა.შ) და ამ მისამართზე უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს;
- აზომვითი სამუშაოების საფუძველზე კომპანიამ უნდა დაამუშაოს დიზაინი, მოარგოს კონკრეტულ ობიექტს და გამოაგზავნოს ვიზუალი დასამტკიცებლად;
- დიზაინის დადასტურების შემდეგ უნდა დაიბრენდოს ობიექტი შეთანხმებული დეტალების შესაბამისად.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.12.2018 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 20.12.2018 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები